Belive

ბესი ჩიბურდანიძე: "აზაროვის ტრანსფერში MLS-დან სოლიდურ თანხას იხდიდნენ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "დინამო ბათუმის" საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის ხელმძღვანელმა, ბესი ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში არსებულ გადაცემაში "პოდკასტ ბათუმი" საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის სატრანსფერო პერიპეტიებზე ისაუბრა.
"აზაროვის შემთხვევაში, დაინტერესება ამერიკიდან, MLS-ის წარმომადგენელი "კანზას სიტიდან" იყო, რომელიც მის ტრანსფერში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიდა, მაგრამ შემდეგ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრების მესვეურებმა გვთხოვეს, რომ ეს ტრანსფერი არ განხორციელებულიყო, რადგან იქ ფეხბურთელი სათანადოდ ვერ განვითარდებოდა. რაც შეეხება "ტრაბზონსპორის" მიერ 1.5 მილიონი ევროს შემოთავაზებას "დინამო ბათუმისთვის", ეს სრული აბსურდია, ვინაიდან ადგილზე ჩასულებს ამ თანხის ნახევარიც კი არ დაახვედრეს", - თქვა ბესი ჩიბურდანიძემ.
20 წლის ირაკლი აზაროვი 300 000 ევროს სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ, სერბეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, "ცრვენა ზვეზდას" შეუერთდა. "წითელი ვარსკვლავი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში იმყოფება და ისრაელის წარმომადგენელ "მაკაბი ჰაიფას" დაუპირისპირდება.  

სხვა სტატიები