Belive

ბექჰემის შვილი მამისგან დამოუკიდებელი შემოსავლებით მილიონერი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რომეო ჯეიმს ბექჰემი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო "ბრენდის" დევიდ ბექჰემის ოთხ შვილს შორის ასაკით მესამეა, თუმცა ამავე დროს ყველაზე მდიდარი და საინტერესოა, რომ მან ეს არა თუ მისი კიდევ უფრო მდიდარი და წარმატებული მამის დახმარებით, არამედ დამოუკიდებლად, Puma-სთან გრძელვადიანი სპონსორობის ხელშეკრულების მეშვეობით მოახერხა. 19 წლის ინგლისელი ამჟამად "ინტერ მაიამი 2-ში"თამაშობს, იმ კლუბის სტრუქტურაში, რომელიც მის მამას, დევიდს ეკუთცვნის. დეკემბერში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს 1.2 მილიონი ფუნტის ოდენობით (1.394 მილიონი ევრო), რათა გამხდარიყო Puma-ს ახალი სახე და მოედანზე სწორედ გერმანული ბრენდის ეკიპირება მოერგო.

ამ ტიპის მომგებიანი გარიგებები ხშირია ბექჰემების ოჯახში - დევიდმა 2003 წელს უვადო გარიგება Adidas-თან გააფორმა. ცნობილი ხდება, რომ რომეო ჯეიმსიც კონტრაქტის პირობებით 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში PUMA-სთან ითანამშრომლებს. საინტერესოა, რომ ამ ფინანსური სარგებლის შემდეგ, რომეო ჯეიმსმა თავის უფროს ძმას, ბრუკლინს გაასწრო, რომელიც 3.7 მილიონი ფუნტი სტერლინგის მფლობელი იყო.
No description available.
რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, იგი მამის მფლობელობაში მყოფი კლუბის სარეზერვო გუნდში 11-ნომრიანი მაისურით გამოდის და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველის, ფილ ნევილის ვაჟის, ჰარვი ნევილის გვერდით თამაშობს. მარტის თვეში "ფილადელფია იუნიონ 2-ის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მან 3 საგოლე პასი გააკეთა, მთლიანად სეზონში კი 12 შეხვედრაში მის აქტივში 5 შედეგიანი გადაცემაა. ჯერჯერობით უცნობია დაწინაურდება თუ არა რომეო ჯეიმს ბექჰემი "ინტერ მაიამის" მთავარ გუნდში უახლოეს მომავალში.

სხვა სტატიები