Belive

ბექჰემის ლეგენდარული გოლიდან 20 წელი გავიდა - იხილეთ მისი ემოციები

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

20 წლის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ, საბერძნეთს ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრაში, ინგლისი საბერძნეთთან 1:2 მარცხდებოდა, თუმცა მატჩის მიწურულს დევიდ ბექჰემმა საკულტო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათააბრა. ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ინგლისმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა.

"ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ ინგლისის გულშემატკივრებს ბექჰემის გოლი სამუდამოდ ემახსოვრებათ, ხოლო მათ ვისაც სტადიონზე ყოფნის საშუალება არ მიეცა BBC-ის რადიოს ეთერში, კომენტატორმა ალან გრინმა არანაკლებ ფანტასტიკური სურათი დაუხატა და ბექჰემის გოლი ემოციურად აღნიშნა. 20 წლის შემდეგ, დევიდ ბექჰემი ალან გრინის კომენტარს პირველად უსმენს. Instagram-ზე განთავსებულ ვიდეოში ბექჰემს ემოციების შეკავება უჭირს.
 
View this post on Instagram
 

A post shared by David Beckham (@davidbeckham)

სხვა სტატიები