Belive

ბექჰემი მესიზე: ,,ვოცნებობდი, რომ მაიამიში უდიდესი ფეხბურთელები მომეყვანა, დღეს ოცნება ახდა''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერ მაიამის'' თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა, ლეო მესის ამერიკულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,ინტერ მაიამის ისტორიის ახალი ფურცელი აქ იწყება. 10 წლის წინ, როცა ეს მოგზაურობა დავიწყე, ვოცნებობდი, რომ მაიამიში მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელები მომეყვანა. ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს ამბიციას (აშშ-ში ფეხბურთის განვითარებას) გაიზიარებდნენ.

დღეს ოცნება ახდა. ვამაყობ, რომ ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორიც ლეოა, ჩვენს გუნდში ითამაშებს. მეგობარს, არაჩვეულებრივ ადამიანს და მის შესანიშნავ ოჯახს ინტერ მაიამიში მივესალმები,'' - თქვა ბექჰემმა.

,,ინტერ მაიამიმ'' მესის ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ დაადასტურა. არგენტინელი ამერიკულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სავარაუდოდ, მესის დებიუტი მაიამიში 22 ივლისს, ,,კრუს ასულთან” სტუმრად გასამართ შეხვედრაში შედგება.

View this post on Instagram

A post shared by David Beckham (@davidbeckham)

სხვა სტატიები