Belive

ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბექა მიქელთაძე ავსტრალიაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაცია 24 წლის ქართველი ფეხბურთელის კლუბის, "ნიუკასლ ჯეთსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად, იგი დეკემბრის თვის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

"თავის პირველ ხუთ მატჩში მიქელთაძემ დაამტკიცა, რომ ამ ლიგაში ანგარიშგასაწევი ძალაა. ქართველი გუნდს სეზონისწინა პერიოდში შეუერთდა და მიწაზე მყარად დადგა. იგი ოქროს ბუცის რეიტინგში 4 ოლით ლიდერობს, ასევე მის აქტივში 1 საგოლე გადაცემა და 9 საკვანძო პასია. ბექამ ასევე წარმატებით შეასრულა თავისი პასების 86% და ასევე მოიპოვა მატჩის საუკეთესო მოთამაშის სახელი. მიქელთაძემ ხმების 29% მიიღო და დანიელ პენჰას აჯობა, რომელმაც 23%-ის მოგროვება შეძლო", - წერს ავსტრალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ხუთ ტურში დაგროვებული 5 ქულით მიქელთაძის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. რეგულარული გათამაშების დასრულების შემდეგ, პლეი-ოფში ბრძოლას 6 გუნდი აგრძელებს.  

სხვა სტატიები