Belive

ბენზემას საუდის არაბეთის დატოვება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარიმ ბენზემას საუდის არაბეთის დატოვება სურს. Relevo-ს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი იმედგაცრუებულია ქვეყნის უმაღლესი ლიგის დონით, პროფესიონალიზმისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობით. მისი აზრით, მადრიდის "რეალსა" და საფრანგეთის ნაკრებში გატარებულ დროსთან შედარებით, ყველაფერი იმაზე უკან არის, ვიდრე მოელოდა.

ბენზემას გუნდის დატოვება უნდა, მაგრამ ამის გაკეთება რთულია, რადგან მისი მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი. გარდა ამისა, ბენზემას წასვლა შეიძლება შეურაცხყოფად ჩაითვალოს იმ სპონსორების მიმართ, რომლებმაც ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი თანხები ჩადეს.

Relevo-ში აღნიშნულია, რომ საუკეთესო შემთხვევაში, მას შეიძლება მიეცეს საშუალება გადავიდეს საუდის არაბეთის სხვა კლუბში, უკეთ აღჭურვილ და სატურნირო ცხრილში უფრო მაღალი ადგილის მქონეში. "ალ-იტიჰადი" ჩემპიონატში მეხუთეა, "ალ-ჰილალმა" კი ჩემპიონატი ვადაზე ადრე უკვე მოიგო.

სეზონის განმავლობაში 36 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები