Belive

ბენზემამ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე 2-კვირაზე ნაკლები დრო რჩება. შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველ კლუბებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ დასახულის მიზნების რეალიზებისათვის. ამჯერად საქმე ეხება კარიმ ბენზემას, რომელიც მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ფრანგ ფორვარდს, "ბლანკოსთან" 2022 წლის ზაფხულამდე ჰქონდა კონტრაქტი, თუმცა ახალი ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა, ბენზემა სამეფო კლუბის ღირსებას, 2023 წლის ივნისამდე დაიცავს.



ბენზემა მადრიდული კლუბის რიგებში 2009 წლიდან ირიცხება, აღნიშნულ პერიოდში ფრანგმა თავდამსხმელმა "რეალის" მაისურით 560 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 281 ბურთის გატანა და 144 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები