Belive

ბენზემა: ,,ვისურვებდი, რომ მბაპეს ოცნება აეხდინა და რეალში ერთად გვეთამაშა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, კილიან მბაპეზე ისაუბრა:
,,ვისურვებდი, რომ მბაპეს ოცნება აეხდინა და რეალში ერთად გვეთამაშა. თუმცა, მან პსჟ აირჩია და ამას პატივი უნდა ვცეთ. ახალგაზრდაა და დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ეს მისი არჩევანია. კილიანი პსჟ-ს ფეხბურთელია და ჩვენთვის ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაში სიამოვნება იქნება. არ ვნერვიულობ, რადგან ყველა საკუთარ არჩევანს აკეთებს. იმედია, ბევრ წარმატებას მიაღწევს. იმოქმედებს თუ არა მისი არჩევანი ჩვენს ურთიერთობაზე? არასოდეს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ,'' - მბაპეს სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.
რამდენიმე დღის წინ, მბაპემ ,,პარი სენ ჟერმენთან” ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. მანამდე ესპანური მედია იუწყებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის ,,რეალთან” ჰქონდა შეთანხმებული

სხვა სტატიები