Belive

ბენზემა | ვფიქრობ ზიდანი რეალში დარჩება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სპეკულაციების მიუხედავად, მადრიდის "რეალის" ფრანგი ვარსკვლავი - კარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ ზინედინ ზიდანი "სამეფო კლუბს" არ დატოვებს. წლევანდელ სეზონში ფანტასტიკური ასპარეზობის შედეგად, კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს - ხანგრძლივი "დისკვალიფიკაციის" შემდეგ, ბენზემა ნაკრებში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. L'Equipe-სთან საუბარში, ბენზემამ წლევანდელი სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ ზიდანის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორების არ სჯერა.
"ამ დროისათვის ის კვლავ "რეალის" მწვრთნელია. არ მჯერა, რომ გუნდს დატოვებს - ზიდანი "რეალში" დარჩება! ამ წუთისათვის "რეალი" ზიდანის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ზიზუ ჩემთან ყოველთვის გულწრფელი იყო და ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. რა თქმა უნდა ის მწვრთნელია, მაგრამ ჩემთვის უფროსი ძმასავითაა", - აღნიშნა კარიმ ბენზემამ.
ბენზემას ფენომენალური სეზონის მიუხედავად, "რეალი" ტიტულის გარეშე დარჩა. ლა ლიგის ჩემპიონი "ატლეტიკო" გახდა - "კოპა დელ რეის" კი "ბარსელონა" დაეუფლა.

სხვა სტატიები