ბენზემა რონალდუს რეკორდზე: ,,ისინი იმისთვის არსებობს, რომ დაამხო''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,რეკორდები ყოველთვის იქნება და ისინი იმისთვის არსებობს, რომ დაამხო. ჩემთვის მთავარია, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო და ჩემს გუნდს მოგებაში დავეხმარო.. მნიშვნელოვანია გოლის გატანაც და ასისტიც, მაგრამ ყველაზე მთავარი გუნდის გამარჯვებაა.''34 წლის ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის მთავარ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზეც ისაუბრა:
,,ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მასთან ერთად მუშაობა ძალიან მომწონს. ის თავდაჯერებულობას მმატებს - იცის, როგორ გვესაუბროს და როგორ მოგვცეს მოტივაცია. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს,'' - ბენზემას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მადრიდის ,,რეალი” ,,ლივერპულს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.