Belive

ბენზემა: ,,მე და რონალდუს ფოტოს გადაღება არ გვჭირდება იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ მეგობრები ვართ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ელ კლასიკოს'' წინ, კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის ,,რეალს'' ვარჯიშზე ესტუმრა. ,,სამეფო გუნდის'' სოციალურ ქსელში პორტუგალიელი ვარსკვლავისა და ,,რეალის'' რადენიმე ფეხბურთელის საერთო ფოტო გამოქვეყნდა, რომელთა შორის კარიმ ბენზემა არ ყოფილა. ფრანგ ფორვარდს ჟურნალისტებმა ამის მიზეზი ჰკითხეს:

,,ჩვენ არ გვჭირდება ფოტოების გადაღება იმისთვის, რათა ვთქვათ, რომ მეგობრები ვართ. ფოტოები ინსტაგრამისთვის ან ტვიტერისთვისაა, ეს სხვა სამყაროა.

მისალმების დრო არ გვქონდა, რადგან ვვარჯიშობდი, სავარჯიშოდ ისიც მალევე წავიდა. იმედია, ხვალ სტადიონზე შევხვდები და ცოტა ხნით დაველაპარაკები,'' - ბენზემას სიტყვებს Marca ციტირებს.

ხვალ ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს მადრიდის ,,რეალი” და კატალონიის ,,ბარსელონა” შეხვდებიან.

მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში იმართება.

სხვა სტატიები