Belive

ბენფიკას საოცარი შედეგი - სტატისტიკა რომელიც მართლა გაგაოცებთ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიური "ბენფიკას" ქალთა გუნდი საოცარ შედეგებს აღწევს. პორტუგალიის ქალთა ლიგაში "ბენფიკამ" 14 მატჩი ჩაატარა. ბოლო შეხვედრა ლისაბონელებმა "პეგოს" საკუთარ მოედანზე 32:0 მოუგეს. ამავე გუნდს სტუმრად 26:0 სძლიეს. "ბენფიკამ" 14 თამაშში 257 ბურთი გაიტანა და არ გაუშვია არცერთი. ბურთების შეფარდება შესაბამისად 257:0-თან. ბოლო 4 თამაშში გუნდმა 85-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

  აღსანიშნავია, რომ "ბენფიკას" თავდამსხმელმა, დარლენ სოუზამ ამ 14 თამაშში 80 ბურთი გაიტანა და რა თქმა უნდა ბომბარდირია.

სხვა სტატიები