Belive

ბენფიკას მწვრთნელი: "იარემჩუკი ძალიან ღელავს, ვეცდებით მაქსიმალურად დავეხმაროთ" 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლისაბონის "ბენფიკას" მთავარმა მწვრთნელმა, ნელსონ ვერისიმომ, გუნდის უკრაინელი თავდამსხმელის, რომან იარემჩუკის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"ყველა სხვა ადამიანის მსგავსად მეც შეშფოთებული ვარ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით. ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაციაა. ამ ყველაფრის გამო ძალიან მრცხვენია და რომანის მდგომარეობას ძალიან განვიცდი. იგი ძალიან ღელავს საკუთარ ოჯახზე. იმედია, ეს სამწუხარო მდგომარეობა მალე დასრულდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იარემჩუკს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მას დავეხმაროთ. ეს მნიშვნელოვანი საათებია და ვეცდებით, რომ ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ", - თქვა პორტუგალიური გრანდის თავკაცმა.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სხვა სტატიები