ბენფიკას აღზრდილი ფეხბურთელი გონიოში ითამაშებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელი მარჯვენა გარემარბი, რიკარდო ნობრეგა "გონიოს" ფეხბურთელია, ინფორმაციას თავად აჭარული გუნდი აქვეყნებს. 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის.
რიკარდო "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და პორტუგალიის ყველა ასაკობრვი ნაკრებში უთამაშია (U15, U16, U18, U19, U20), ჯამში 32 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და გატანილი აქვს 11 გოლი.
რიკარდო ნობრეგა თავდაპირველად, 2016 წელს "მარიტიმოს" აკადემიაში ირიცხებოდა, იმავე წელს კი "ბენფიკას" აკადემიაში გადავიდა, სადაც 2023 წლამდე, ყველა ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, მას შემდეგ ითამაშა პორუგალიურ "ანადიაში", "აკადემიკო ვიზეოში" და "ეშტრელა ამადორაში".
20 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს, ბენფიკას ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც აქვს მოგებული.