Belive

ბენატიამ რონალდუს შესახებ საოცარი ისტორია გაიხსენა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ კრიშტიანუ რონალდუს შრომისმოყვარეობა ყველა სხვა მოთამაშისგან განასხვავებს. სხვადასხვა დროს პორტუგალიელს თანაგუნდელები მონდომებით ბევრჯერ გაუკვირვებია. ასეთ ისტორიას იხსენებს, "იუვენტუსის" ყოფილი მცველი, მეჰდი ბენატია, რომელიც ახლა ყატარში, "ალ დუჰაილში" თამაშობს. "ატალანტასთან" გასვლით მატჩში მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში 2 ცვლილება განახორციელა, რადგან 3 დღეში კიდევ უნდა გვეთამაშა. როდესაც ბერგამოდან ავტობუსით ვბრუნდებოდით, რონალდუმ მომწერა: "რას აპირებ ახლა?" "საღამოს 11 საათია, სახლში უნდა წავიდე. რა იყო?" - ვუპასუხე მე. "სპორტდარბაზში ცოტა ვარჯიში ხომ არ გინდა? ოფლი არ გამომსვლია და ის მჭირდება. მოდიხარ? "კრიშტიანუს მივწერე, რომ გვიანი იყო და სახლში წასვლა და ტელევიზორის ყურება მინდოდა." ამ ისტორიაში ასევე ის არის განსაკუთრებული, რომ "ატალანტასთან" მატჩში რონალდუ მოედანზე 68-ე წუთზე გავიდა და 10 წუთში გატანილი გოლით ანგარიშიც გაათანაბრა. რაც შეეხება ბენატიას, მას მატჩში არც კი უთამაშია.
"ამ დროს მივხვდი, რომ რონალდუ არანორმალურია. პორტუგალიელის გვერდით ყოფნისას მას კიდევ უფრო აფასებ, რადგან ხვდები, რომ ამ ადამიანმა ცხოვრება ფეხბურთს შესწირა," - დაასრულა ბენატიამ.

სხვა სტატიები