Belive

ბელინგემი: "თუ გინდა რომ გაიზარდო, ბევრ კრიტიკას უნდა გაუსწორო თვალი და მიიღო..."

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალის'' შემტევმა ნახევარმცველმა - ჯუდ ბელინგემმა, "სიტისთან" მოგებული მატჩი შეაფასა და საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

"მანჩესტერ სიტისთან გამარჯვება ასმაგად სასიხარულოა. ისინი ამ შეჯიბრის მოქმედი ჩემპიონები იყვნენ და უდიდესი წნეხის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვეთ.

ბოლო პერიოდში დიდი წნეხი იყო ჩემს მიმართ იმის შესახებ, რომ კარგად დაწყებული სეზონის შემდეგ ბევრი გოლის გატანას ვეღარ ვახერხებ, თუმცა მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი.

ამ წნეხის გადატანაში "რეალის" ფორმა და ლოგო დამეხმარა. როდესაც შენ ამ კლუბის წევრი ხარ, რაღაცას ძალიან დიდს გრძნობ და სწორედ ეს გეხმარება ყველაფერში, რომ თუ რეალის გერბი ზურგს გიმაგრებს, მაშინ შეგიძლია ყველაფერს გაუმკლავდე.

ასეთ რამეზე ვერასდროს ვიოცნებებდი, აქ ყოფნით უბედნიერესი ვარ..." - ჯუდ ბელინგემი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები