Belive

ბელინგემი ბაიერნთან შეხვედრაზე: ,,ამ მსაჯის კარიერაში გარიგებული მატჩი არსებობს, რას ელოდით მისგან?''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას'' ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, ,,ბაიერნთან'' წაგებული მატჩის შემდეგ მსაჯი გააკრიტიკა. ინგლისელი მისი გუნდის კარში დანიშნული პენალტით უკმაყოფილოა:

,,მიმაჩნია, რომ ეს თერთმეტმეტრიანი არ ყოფილა. ჰუმელსი ბურთს არც კი უყურებდა, ვფიქრობ, ის საერთოდ არ დაუნახავს. შეგიძლიათ, არბიტრის სხვა გადაწყვეტილებებსაც გადახედოთ. მსაჯს, რომლის კარიერაში გარიგებული მატჩი ფიქსირდება, გერმანიაში ყველაზე დიდი შეხვედრა მიეცით... რას ელოდით მისგან?,'' - განაცხადა ბელინგემმა.
,,დორტმუნდისა'' და ,,ბაიერნის'' მატჩში ფელიქს ცვაიერმა იმსაჯა. გერმანელი რობერტ ჰოიცერის საქმის მოწმე იყო, რომელსაც ბრალად გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობა ედებოდა. მსაჯს უფლებამოსილება 6 თვით შეუჩერეს, რადგან მან ჰოიცერის დანაშაულის შესახებ იცოდა, თუმცა ეს სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მისი თქმით, ჰოიცერმა არაერთხელ შესთავაზა გარიგებული მატჩებით ფულის შოვნა, რაზეც უარი უთხრა. BELLINGHAM: – You give a referee that has match fixed before, the biggest game in Germany, what do you expect?

სხვა სტატიები