ბელგიის ნაკრებს ძირითადის ფეხბურთელი გამოაკლდა
ბელგიას, ირანთან მატჩში, ჟერემი დოკუ ვერ დაეხმარება. 24 წლის ფეხბურთელს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რის გამოც, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას გამოტოვებს. გუნდისთვის ეს მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა. მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი, ბოლო დღეები, არც ნაკრების ვარჯიშებზე გამოჩენილა. მოგივიანებით კი დადასტურდა, რომ ის ირანის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მონაწილოებას ვერ მიიღებდა.
ბელგიური სპორტული მედია-პლატფორმის, "სპორცას" ინფორმაციით, დოკუს უკვე რამდენიმე კვირაა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმ ეგვიპტის წინააღმდეგ შეხვედრა, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მისი მდგომარეობა, შაბათ საღამოს, ლოს-ანჯელესში, გაუარესდა. ბელგიის სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობიდან ამოეღოთ.
დოკუს არ ყოფნა, ბელგიისთვის სერიოზული დარტყმაა. განსაკუთრებით შეტევაში. ამის გამო, სასტარტო შემადგენლობაში, რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, ლეანდრო ტროსარი მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლებს. მარჯვენა ფლანგის შევსება კი დოდი ლუკებაკიოს, ალექსის სალამაკერს ან შარლ დე კეტელარეს მოუწევთ.
G ჯგუფში დაძაბული სიტუაციაა. პირველი მატჩების შემდეგ, ოთხივე ნაკრებს თითო ქულა აქვს. ბელგია მომდევნო შეხვედრას ირანის წინააღმდეგ ჩაატარებს. შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილი ბელგიელები, მაინც ფავორიტებად მიიჩნევიან, მაგრამ ამ მუნდიალმა უკვე არა ერთხელ აჩვენა, რომ ერთი შეხედვით აუტსაიდერ გუნდს, მასზე ძლიერ მეტოქესთან, სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
Due to illness, Jérémy Doku will not be part of the squad for our upcoming game against Iran. pic.twitter.com/bUYlpO26wA
— Belgian Red Devils (@BelRedDevils) June 20, 2026