Belive

ბელგიის ნაკრების მცველი რუსეთთან მიღებული ტრავმის გამო ევრო 2020-ს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლესტერის'' მცველმა, ტიმოთი კასტანმა, რუსეთთან შეხვედრაში თვალის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს. კასტანს დალერ კუზიაევთან შეჯახების შემდეგ, თვალის ბუდის მოტეხილობა დაუდგინდა, რაც ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმაც დაადასტურა.
,,ტიმოთის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, მას ოპერაცია დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ კასტანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს,'' - განაცხადა მარტინესმა.
ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველ მატჩში ბელგიის ნაკრებმა რუსეთს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მომდევნო შეხვედრას ბელგიელები დანიის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები