Belive

ბელენენსეშის 13 ფეხბურთელს კორონავირუსის ახალი, სამხრეთ აფრიკული შტამი დაუდასტურდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-12 ტურში ,,ბელენენსეში” ლისაბონის ,,ბენფიკას” მასპინძლობდა. მატჩში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა – მასპინძელი გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელით იყო გასული, რომელთაგანაც ორი მეკარე იყო. ამის მიზეზი კორონავირუსია – პორტუგალიური პრესის ცნობით, ,,ბელენენსეშის” 17 ფეხბურთელსა და სტაფის წევრს Covid 19-ი დაუდასტურდათ. შესაბამისად, კლუბს შეხვედრაში არც სათადარიგო მოთამაშეები არ ჰყავდა. მატჩი საბოლოოდ პირველი ტაიმის შემდეგ 0:7 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მოთამაშეები სათამაშოდ აღარ გამოვიდნენ. რამდენიმე წუთის წინ კი პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელენენსეშის 13 ფეხბურთელს კორონავირუსის ახალი, სამხრეთაფრიკული შტამი "ომიკრონი" დაუდასტურდათ. სამხრეთ აფრიკაში, 24 ნოემბერს COVID 19-ის ახალი ვარიანტი "ომიკრონი"  აღმოაჩინეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს ახალ ვარიანტს "შემაშფოთებელი" უწოდა. მაშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს მრავალი მუტაცია და სხვა ვარიანტებთან შედარებით, ხელმეორედ დაინფიცირების მომატებული რისკი ახასიათებდა. ეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი სხვა ვარიანტებისგან "ძალიან განსხვავდება". "ამ ვარიანტმა ნამდვილად გაგვაოცა. ევოლუციის თვალსაზრისით, მან დიდი ნახტომი გააკეთა და იმაზე მეტი მუტაცია დაგვანახა, ვიდრე ველოდით",- განაცხადა 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ აფრიკაში ეპიდემიისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ტულიო დე ოლივეირმა.

სხვა სტატიები