Belive

ბელარუსთან ანანიძის გარეშე - ჯანო ისევ ტრავმირებულია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებს ბელარუსის ეროვნულ გუნდთან გასამართ ისტორიულ დაპირისპირებაში შესაძლოა ჯანო ანანიძე ვერ დაეხმაროს. ქართველი ნახევარმცველი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში "აეკ ლარნაკასთან" დაშავდა, ახლა კი კვიპროსულმა მედია-საშუალებამ ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე გამოააშკარავა. 27 წლის ფეხბურთელს მუხლის ძვლის მოტყეხილობა დაუდგინდა და სულ მცირე 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანო  ბელარუსთან შეხვედრას გამოტოვებს. ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი 26 მარტს, "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს, თუმცა ბოლო ინფორმაციებით შესაძლოა შეხვედრა გადაიდოს.  

სხვა სტატიები