Belive

ბელარუსმა უზბეკეთი დაამარცხა, ფანები კმაყოფილები არ არიან

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხალმა ფეხბურთელებს, როგორც იქნა, თავი მოუყარა. ბელარუსები გუშინ, 23 თებერვალს, უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე პაველ ნეხაიჩიკის ერთადერთი გოლით დაამარცხეს - 1:0.
მარხალმა მეტოქესთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: პავლიუჩენკო, ბურკო, პოლიტევიჩი, პავლოვეტსი, მატვეიჩიკი, ნეხაიჩიკი, კენდიში, კორზუნი, სტასევიჩი, დრაგუნი, ლაპტევი გამარჯვების მიუხედავად, ბელარუსები თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ არიან, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით წაგებულ აზიელთა ქომაგებზე. ამხანაგური შეხვედრა გუნდებს შორის ორმხრივი შეტევით მიმდინარეობდა, ბელარუსებმა ერთი თერთმეტმეტრიანიც გააფუჭეს.
download
საქართველოსთან შეხვედრამდე მარხალმა სამი დებიუტანტი - დიმიტრი პოდსტრელოვი, მაქსიმ შვეცოვი და სერგეი კარპოვიჩი გამოსცადა. ბელარუსები თვლიან, რომ 6 მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, გუშინდელი გამარჯვება ფსიქოლოგიურად გუნდს ძალიან დაეხმარება. მიხაილ მარხალი: "დიდი ხნის განმავლობაში მეტოქე არ დაგვიმარცხებია, შესაბამისად, ეს შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მატჩის ამხანაგური სტატუსის მიუხედავად. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად ეს აუცილებელი იყო და გამარჯვებით ბედნიერი ვართ. ბელარუსელთა ნახევარმცველმა, იური კენდიშმა უზბეკეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა: "დავიწყებ იმით, რომ ჩვენი გუშინდელი მეტოქე სრული შემადგენლობით არ გამოსულა და მათ საქართველოს ნაკრების მხოლოდ 30% აჩვენეს. ერთა ლიგის ნახევარფინალში გაცილებით სერიოზული მეტოქე გვყავს. ქართველები ბურთს უკეთესად ფლობენ და უფრო ტექნიკურები არიან. ჩამოვედით ნაკრებში და ვითამაშეთ - ამაზე მეტი კითხვა საჭირო აღარაა.

ბელარუსებმა უზბეკეთს კარგი კომბინაციის შედეგად გაუტანეს: 

ბელარუსის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეკრებას 2 დღეში, ბულგარეთთან სპარინგით დაასრულებს.

სხვა სტატიები