Belive

ბეილის აგენტი: "გარეთს მთელი კარიერის რეალში გატარება უნდა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილს "რეალში" რთული პერიოდი აქვს. უელსელი ფეხბურთელი სოლარის მწვრთნელობის პერიოდში ძალიან მცირე სათამაშო დროს იღებდა და თანაგუნდელებთან კონფლიქტიც ჰქონდა. ზინედინ ზიდანის მადრიდში დაბრუნების შემდეგ, ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა 29 წლის ვინგერის კარიერაზე ისაუბრა. "ჩემს ფეხბურთელს უნდა, რომ მთელი თავისი კარიერა "რეალში" გაატაროს. თუ ეს ასე აღარ იქნება, ჩვენ აუცილებლად დავილაპარაკებთ. ზიდანსა და ბეილს შორის უთანხმოების მიზეზი ის იყო, რომ გარეთს თავისი გზით სურდა თამაში, ზინედინს კი სულ სხვანაირად. ვფიქრობ, რომ თუ ბეილს თავისუფლებას მისცემენ, ის "რეალში" ისეთივე მნიშვნელოვანი და ძლიერი იქნება, როგორიც რონალდუ იყო," - განაცხადა აგენტმა.

სხვა სტატიები