Belive

ბეილი: ტოტენჰემიდან წასვლის შემდეგ რეალში დაბრუნება ჩემი მთავარი გეგმაა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უელსის ეროვნული ნაკრებისა და "ტოტენჰემის" 31 წლის შემტევმა - გარეთ ბეილმა, მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მკაფიოდ აღნიშნა, რომ ივნისში, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, მისი მთავარი მიზანი "სამეფო" კლუბში დაბრუნებაა. ბეილს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს. მან ასევე აღიარა, რომ იგი "ტოტენჰემის" ძირითად შემადგენლობაში თავს ვერ იმკვიდრებს და ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი აქვს.
"ჩემი მთავარი გეგმა ლონდონში ერთი სეზონით დაბრუნება იყო, ეს შედგა და ახლა უკვე მთავარია, რომ "რეალში" დავბრუნდე. აქ ძალები აღვიდგინე, ფორმაში ჩავდექი, დიდხნიანი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია მოვახდინე და ჩემი თავი ვიპოვე, ახლა კი დროა, რომ კვლავ მადრიდში დავბრუნდე. "რეალიდან" წასვლის მთავარი მიზეზი კლუბში კონფლიქტი იყო, რის გამოც მე თავი ავარიდე ამ კონფლიქტს, რადგან მიმაჩნია, რომ როდესაც კლუბში საქმე არცთუ ისე კარგად მიდის, დროებით უნდა ჩამოშორდე. ახლა შედარებით ყველაფერი დალაგდა და მზად ვარ, დავბრუნდე მადრიდში". 
გარეთ ბეილი "ტოტენჰემში" 2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაბრუნდა, სადაც 22 მატჩი ჩაატარა და გოლით თავი 10-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით კი 3-ჯერ გამოიჩინა. მადრიდის "რეალში" კი მისი სტატისტიკა შემდეგია: 251 ჩატარებული მატჩი, 105 გატანილი გოლი და 68 საგოლე გადაცემა.
 

სხვა სტატიები