Belive

"ბედნიერი ვარ, ძლიერ გუნდთან გავიმარჯვეთ" - ჰამრუნის მწვრთნელი

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო თბილისი" მალტურ "ჰამრუნთან" 0:1 დამარცხდა და ევროსარბიელს გამოეთიშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ჰამრუნის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა - სტეფანო დე ანჯელისმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ძლიერ გუნდთან გავიმარჯვეთ. რთული თამაში იყო, რადგან მეორე ტაიმში 10 ფეხბურთელით ვიასპარეზეთ, თუმცა, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. - სტწფანო დე ანჯელისი

სხვა სტატიები