Belive

BBC Sport: არველაძემ ჰალში კომფორტული გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში ,,ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი შედგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ,,სუონსის” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ამ ფაქტს "BBC Sport"-ი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

პირველი მატჩი, პირველი გამარჯვება. არველაძემ ჰალში კომფორტული გამარჯვებით დაიწყო
  შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა – თავი ტომ ივსმა გამოიჩინა, რომელმაც ბრენდონ ფლემინგის გადაცემით ისარგებლა. 12 წუთში მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს – კინ ლუის-პოტერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევარში ,,სუონსი” უპირატესობა ფლობდა, თუმცა ,,გედებმა” გოლის გაქვითვა ვერ შეძლეს. ,,ჰალ სიტის” 28 ჩატარებული მატჩის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. არველაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 თებერვალს ,,პრესტონთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები