Belive

"ბავშვობაში „სიტის“ ფანი ვიყავი" - სერხიო გომესი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა სერხიო გომესმა განაცხდა, რომ "ქალაქელებს" ბავშვობიდან გულშემატკივრობდა. 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ანდერლეხტიდან" სამშაბათს დაიხურა, რომლის ღირებულებამაც დაახლოებით 11 მილიონი ფუნტი შეადგინა. გომესმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და "სიტიში" 4 წელი დარჩება. სტეფან ორტეგასთან, კალვინ ფილიპსთან და ერილნგ ჰოლანდთან ერთად, ის პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონებისთვის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მეოთხე შენაძენია. აღსანიშნავია, რომ ესპანელი მცველი, რომელიც ყოფილი "ქალაქელის" ვინსენტ კომპანის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაშობდა, გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
"საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ "მანჩესტერ სიტის" შევუერთდი. სიტი ინგლისში საუკეთესო გუნდი არის და პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ, შანსი მაქვს ბევრი რამ ვისწავლო. ამ კლუბის ფეხბურთელობით ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ბავშვობაში „სიტის“ ფანი ვიყავი. როცა პატარები ვიყავით, ჩემი ძმა "სიტის" გულშემატკივრობდა და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მე ამ გუნდის ფანი ვარ."
გომესმა კარიერა "ბარსელონას" აკადემიაში დაიწყო, 2018 წელს კი გერმანულ "დორტმუნდს" შეუერთდა. ამის შემდეგ, ესპანელმა მცველმა "უესკაში" იჯარით ორი წელი გაატარა, საიდანაც ბელგიურ "ანდერლეხტში გადაბარგდა და 49 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.  

სხვა სტატიები