ბათუმის ახალ სტადიონზე სკამების დამონტაჟება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას შპს "სტადიონის“ ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
შპს „სტადიონის“ დირექტორის, ჯაბა სურმანიძის განცხადებით, სტადიონზე სტაციონალური დ დასაკეცი სკამები განთავსდება.
„სკამების მონტაჟი დაიწყო. გულშემატკივრებმა და დაინტერესებულმა ხალხმა ლურჯი ფერის სკამები აირჩიეს. კონსტრუქცია 2 სახისაა და პირველ იარუსზე სტაციონარული, ხოლო მეორეზე – დასაკეცი განთავსდება. სკამები უმაღლესი სტანდარტის შესაბამისადაა დამზადებული, რომელიც მექანიკური დაზიანების მიმართ მაქსიმალურად მდგრადი, ანტივანდალური და ცეცხლმედეგი იქნება. შესაბამისად, მათი საექსპლუატაციო ვადებიც ხანგრძლივია“, - ამბობს ჯაბა სურმანიძე.
ბათუმის ახალ სტადიონზე დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტემების მონტაჟი. მალე დაიწყება მინდვრის საფარის დაგებაც.