Belive

ბათუმის სტადიონის მშენებლობის დასრულების თარიღი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბრის ნაცვლად, 7 თვით ადრე, 2020 წლის თებერვალში დასრულდება. ინფორმაციას სტადიონის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მშენებლობა დასკვნით ფაზაზე გადავიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, იგეგმება მოედნის საფარის დაგებაც. მათივე განმარტებით, უკვე შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ჯერ უცნობია სტადიონის გახსნის ზუსტი თარიღი, თუმცა შპს "სტადიონის" ინჟინერი ამბობს, რომ თუ მეტეოროლოგიური პირობები ხელს შეუწყობთ, მშენებლობა, შესაძლოა, უფრო ადრეც დასრულდეს. adjaratv.ge

სხვა სტატიები