ბასტონი ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს გაძარცვეს
ინტერის ცენტრალური მცველი, ალესანდრო ბასტონი გაძარცვეს. შემთხვევა ოთხშაბათს მოხდა, სწორედ იმ დროს როდესაც იტალიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე კაირატის წინააღმდეგ თამაშობდა.
ბასტონი ბერგამოდან მოშორებით კასტელი პალერპიოში ცხოვრობს, თავისი მეუღლის მშობლიურ ქალაქში, აღნიშნული ადგილი მილანიდან დაახლოებით 60 კილომეტრის მოშორებითაა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით მძარცველებმა ძვირადღირებული ნივთები მოიპარეს, მათ შორის იყო საათები და ჩანთები.
წყაროს ცნობით, მძარცველებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს, მიუხედავად იმისა, რომ სიგნალიზაცია დროულად ჩაირთო, დაცვის სამსახურის მისვლამდე დამნაშავეებმა მიმალვა მოახერხეს.
Alessandro Bastoni was reportedly the victim of an unfortunate burglary while he was sat on the bench during Inter's 2-1 victory over Kairat in the Champions League on Wednesday evening. pic.twitter.com/YdXLf53giC
— Football Italia (@footballitalia) November 7, 2025