Belive

ბარტეზი სპორტში დაბრუნდა - 50 წლის ფრანგი ახლა მრბოლელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე, ფაბიენ ბარტეზი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სპორტში დაბრუნდა. ლეგენდარული ფეხბურთელი ახლა განსხვავებულ ამპლუაშია და მან ძალები მრბოლელად გამოსცადა. ბარტეზიმ მონაწილეობა ლე მანსში გამართულ ტურნირზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბარტეზი მანჩესტერულ კლუბში 2000-2004 წლებში თამაშობდა, გარდა ამისა, მან საფრანგეთთან ერთად 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ევრო 2000 მოიგო.
"მოტოსპორტით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, მაშინაც კი, როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი. მინდოდა შემეგრძნო, თუ როგორია მანქანაში ყოფნის ემოციები. ამბობენ, რომ ის არ ჰგავს ფეხბურთს, შესაძლებელია, რომ 35 წლის ასაკშიც ძლიერი იყო," - თქვა ბარტეზიმ.

სხვა სტატიები