ბარსელონაში კუმანის ერთ-ერთი ასისტენტი - ჰენრიკ ლარსონი იქნება
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “ბარსელონას” ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა – რონალდ კუმანი კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა “ბლაუგრანასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე წუთის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ რონალდ კუმანის ერთ-ერთი ასისტენტი, "ბარსელონას" ყოფილი და შვედეთის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი - ჰენრიკ ლარსონი იქნება.
ჰენრიკ ლარსონი კატალონიური კლუბის ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა, სადაც 40 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო. პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერა კი 2010-2012 წლებში დაიწყო, როდესაც შვედური "ლანდსკრონა" ჩაიბარა, ხოლო ბოლო კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელიც იყო "ჰელსინგბორგი" გახლდათ.OFFICIAL: Former Barca forward Henrik Larsson has returned as one of Ronald Koeman's assistants at the club pic.twitter.com/1Ze31pEMHH — B/R Football (@brfootball) August 21, 2020