Belive

ბარსელონაში ტრავმების ეპიდემიაა | ლევანდოვსკიმ კუნთი გაიწყვიტა და დიდი ხნით არ იქნება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ბარსელონაში ტრავმების ეპიდემიაა - საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო რობერტ ლევანდოვსკიმაც, რომელმაც მარცხენა ბარძაყის ბიცეფსის კუნთი გაიწყვიტა და წინასწარი ინფორმაციით, იგი ყველაზე კარგ შემთხვევაში, მოედანს მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.

ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმაც დაადასტურა.

37 წლის პოლონელი ფორვარდი - ჟირონასთან, ოლიმპიაკოსთან, რეალ მადრიდთან, ელჩესთან, ბრიუგესთან და სელტასთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

ლევანდოვსკის გარდა, ბარსელონას ლაზარეთში: ფერმინ ლოპესი, ლამინ იამალი, რაფინია, დანი ოლმო, ჟოან გარსია, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და გავი იმყოფებიან...

სხვა სტატიები