Belive

"ბარსელონაში თამაშით ბავშვობის ოცნებას აიხდენს" - ლუის დიასის მამა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის დიასს, ბოლო კვირების განმავლობაში, ხშირად უკავშირებდნენ ბარსელონას. როგორც ჩანს, ლივერპულში ჩატარებულმა შთამბეჭდავმა თამაშებმა კატალონიელების ყურადღება მიიქცია, 26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი, სავარაუდოდ, გაძლიერდება მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის დუბლი კოლუმბიას ბრაზილიასთან (2-1) მოგებაში დაეხმარა.

გარემარბის მამამ კიდევ უფრო გაამყრა ეჭვები იმის შესახებ, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ბარსასა და დიასის გზები გადაიკვეთოს. მან აღიარა, რომ ლუისი კატალონიური გრანდის დიდი გულშემატკივარია.

სიმართლე ის არის, რომ ამჟამად ძალიან ცოტა ვიცი ბარსელონას ინტერესის შესახებ. ლუისი ბარსელონას ერთგული გულშემატკივარია და იქ გადასვლა მისი ოცნება იქნებოდა. ჯერჯერობით მინდა მადლობა გადავუხადო პორტუს და ლივერპულს იმისთვის, თუ როგორც მიიღეს ჩემი შვილი. ლუისი არის ფეხბურთელი, რომელსაც გამარჯვება უადვილდება თავმდაბლობის, შრომისმოყვარეობის და თავდადების გამო. ის ძალიან მოწესრიგებული ფეხბურთელია და მადლობა ღმერთს ამისთვის. ლუისის ბარსელონაში გადასვლა შესანიშნავი იქნებოდა, ბარსა ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია - ლუის მანუელ დიასი/ Win Sports

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის მამა 12-დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს, ის საკუთარ მეუღლესთან ერთად, კოლუმბიის საზღვრთან ახლოს, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.

სხვა სტატიები