Belive

ბარსელონაში გასაფრენად კანსელუ კლუბების თანხმობას ელოდება

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოაუ კანსელუ ბარსელონაში გასამგზავრებლად მზად არის, თუმცა, ამისთვის კლუბების თანხმობა არის საჭირო. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ამბობს, პორტუგალიელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბში მხოლოდ დროის საკითხია. 

როგორც ცნობილია, პორტუგალიელი განაპირა მცველი "ბლაუგრანას" იჯარის წესით შეუერთდება. თუკი მომავალში მხარეები შეთანხმდებიან, კონტრაქტის თანახმად, "ბარსელონას" კანსელუს შეძენის უფლებაც ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელის გამოსყიდვა კატალონიელებს 30 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებოდათ, თუმცა ახლა ფასმა დაიწია და კლუბები 25 მილიონზე შეთანხმდნენ. 

სხვა სტატიები