Belive

ბარსელონაში დემბელეს ქორწილის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბარსელონას'' შემტევი, უსმან დემბელე დაქორწინდა. ინფორმაციას Sport.es-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელმა ქორწილი მაროკოში მუსლიმური წესით გადაიხადა. სტუმართა შორის იყო მიუნხენის ,,ბაიერნის'' მცველი, დაიო უპამეკანო, რომელთანაც დემბელე დიდი ხანია მეგობრობს. კატალონიურ გუნდში უსმანის ქორწილის შესახებ, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, სოციალური ქსელიდან შეიტყვეს. მეტიც, თანაგუნდელებმა არ იცოდნენ, რომ მას მეგობარი გოგო ჰყავდა, რადგან ყველა საერთო შეკრებაზე ყოველთვის მარტო დადიოდა. დემბელე ,,ბარსელონაში'' 2017 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ბლაუგრანას'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები