Belive

ბარსელონაში დაბრუნება? - ანდრეს ინიესტამ სამომავლო გეგმები გაამხილა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ სამომავლო კარიერული მიზნების და მშობლიურ კლუბ "ბარსელონაში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა.
"დრო, როგორც ამბობენ, მირბის, მაგრამ მე ჯერ არ ვიცი თუ სად ვიქნები კარიერის დასრულების შემდეგ. ბევრჯერ გამჩენია აზრი, რომ მწვრთნელი ან სპორტული დირექტორი გავმხდარიყავი. მინდა, რომ მომავალშიც ფეხბურთით დავკავდე. "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა. ძალიან მსიამოვნებს ფეხბურთში ყოფნა და ამაზე ფიქრი. ეს არის ის, რაზეც ყველაზე მეტად ვფიქრობ", - თქვა 37 წლის ფეხბურთელმა.
ინიესტა, რომელმაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა შესაძლო ტიტულის არაერთხელ, მათ შორის ორჯერ ევროპის ჩემპიონატის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა, 2018 წლის შემდეგ იაპონური "ვისელ კობეს" შემადგენლობაში თამაშობს და 101 მატჩში 23 გოლის გატანა და 22 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები