Belive

ბარსელონასა და კიევის დინამოს შეხვედრა მაინც ჩატარდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონასა" და კიევის "დინამოს" დაპირისპირება დათქმულ დროს ჩატარდება. როგორც იცით, უკრაინელთა 12 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ დაპირისპირება, შესაძლოა, გადადებულიყო. თუმცა, მატჩის წინა დღეს ჩატარებულმა PCR ტესტებმა აჩვენა, რომ მდგომარეობა მთლად საგანგაშო არ არის. UEFA-ს მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, გუნდს მატჩში მონაწილეობის მიღება შეუძლია, თუ ძირითადი შემადგენლობის 13 ფეხბურთელი ჯანმრთელია. შესაბამისად, 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე "კამპ ნოუზე" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მატჩი მაინც გაიმართება.

სხვა სტატიები