ბარსელონას უცნაური მოთხოვნა - ლევანდოვსკის უთხრეს, რომ გოლები აღარ გაეტანა
პოლონეთში რობერტ ლევანდოვსკის შესახებ სებასტიან სტაჟევსკის ბიოგრაფიული წიგნი გამოიცა, რომელზეც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი წაკითხვით დიდი სიამოვნება მიიღო.
წიგნმა გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, განსაკუთრებით კი ერთმა მონაკვეთმა, სადაც ძალიან უცნაური ამბავია მოთხრობილი - საქმე ეხება 2022-2023 წლების სეზონში ბარსელონას სავარაუდო მოთხოვნას, რომ ლევანდოვსკის სეზონის ბოლო მატჩებში გოლები აღარ გაეტანა, რათა გუნდს თავიდან აერიდებინა ბაიერნისთვის ბონუსის გადახდა, რომელიც კატალონიელებს იმ შემთხვევაში დაეკისრებოდათ, თუ პოლონელი 25 გოლს გაიტანდა.
როგორც წიგნში ვკითხულობთ, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ, როცა ბარსელონას ხავის ხელმძღვანელობით ლა ლიგის ჩემპიონობა უკვე მოპოვებული ჰქონდა, ლევანდოვსკი ოფისში დაიბარეს. შეხვედრას ჟოან ლაპორტა და დირექტორები ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა დირექტორმა თავდამსხმელს უთხრა:
რობერტ, გვინდა რომ ფინალურ მატჩებში გოლების გატანა შეწყვიტო!''
მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკის ჩემპიონობაც და ბომბარდირობაც უკვე განაღდებული ჰქონდა, ეს მისთვის მაინც ძალიან გასაკვირი მოთხოვნა იყო, რადგან მისი კარიერის განმავლობაში მისთვის ასეთი რამ არავის უთხოვია.
პოლონელს ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, 23 გოლი ჰქონდა გატანილი, ბოლო 2 ტურში კიდევ 2 გოლი რომ გაეტანა, ბარსელონას ბაიერნისთვის ბონუსის სახით 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა, თუმცა საბოლოოდ თავდამსხმელმა სეზონი 23 გოლით დაასრულა.
ლევანდოვსკი ბარსელონაში 2022 წლიდან თამაშობს, მის ანგარიშზე კატალონიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 159 შეხვედრაში 108 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.
‼️BREAKING: A Polish author has published a biography on Robert Lewandowski.
— Barça Universal (@BarcaUniversal) November 19, 2025
The book mentions that in the 2022/2023 season, after the league title was officially won, Barça asked Lewandowski to stop scoring goals.
The player was shocked and confused, but later understood that… pic.twitter.com/M2h9QsHIHa