Belive

"სტადიონს მესის სახელს უნდა ვარქმევდეთ, რეალურად კი რა ხდება?!" - პიკე ხელმძღვანელობას უპირისპირდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ლეო მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის და ხელმძღვანელობის შეცდომების შესახებ ისაუბრა, "იმ პერიოდში მე ლიონელს პრაქტიკულად არ ვეკონტაქტებოდი, რადგან ეს ძალიან პირადი გადაწყვეტილებაა. მახსოვს მხოლოდ ერთი შეტყობინება, რომელიც მას გავუგზავნე: "ლეო, ერთი წელია დარჩენილი, შემდეგ სხვა ხალხი მოვა.  მესი, როგორც სხვა არავინ, იმსახურებდა არჩევანის გაკეთების თავისუფლებას და თუ ის დარწმუნებული იყო, რომ წასვლა სურდა, მე პრეზიდენტის ადგილას სხვაგვარად მოვიქცეოდი. თქვენ უბრალოდ უნდა მორიგდეთ ფეხბურთელთან, რომელმაც ამ 16 წლის განმავლობაში კლუბისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. როგორ მივიდა სუტუაცია იქამდე, რომ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე ერთ დილას იღვიძებს და ფაქსს უგზავნის კლუბის ხელმძღვანელობას. მესი ბევრს იმსახურებს. "ბარსელონას" ახალ სტადიონს მისი სახელი უნდა დაერქვას, რეალურად კი რა ხდება, მას არ უსმენენ?  ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი ხალხის ინტერესები და არ მოვახდინოთ მათი დისკრედიტაცია. მიკვირს, რომ კლუბში არ მუშაობენ ისეთი ადამიანები, როგორებიც გვარდიოლა, ჩავი, პუიოლი და ვალდესი არიან. რაღაც არასწორად წავიდა...", - თქვა კატალონიელმა ფეხბურთელმა. ლეო მესი და ჟერარდ პიკე "ბლაუგრანას" აკადემიის "ლა მასიას" აღზრდილები არიან და მთავარ გუნდში ერთად 12 წლის განმავლობაში თამაშობენ. ამ დროში  სხვა მრავალ ტიტულთან ერთად ფეხბურთელებმა სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

სხვა სტატიები