Belive

ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი იარაღიდან ცეცხლის გახსნის გამო დააკავეს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, დუგლას პერეირა ავტოსადგომზე იარაღიდან ცეცხლის გახსნის გამო დააკავეს.

32 წლის პერეირა რამდენიმე ადამიანთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას დაცვამ ავტოსადგომის დატოვებისკენ მოუწოდა, საპასუხოდ კი დუგლასმა ჰაერში გაისროლა.

Football Espana-ს ცნობით, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ორი წლის წინაც დააკავეს. მაშინ სამხედრო პოლიციამ პერეირა იმ დღესვე გაანთავისუფლა იმ პირობით, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე მისამართს არ შეიცვლიდა.

დუგლასი, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა, "ბარსელონას" 2014 წელს, 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბრაზილიელმა კატალონიელთა რიგებში, სამი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში ასპარეზობის დროს პერეირამ "ბენფიკასა" და "ბეშიქთაშის" მაისურებიც მოირგო.

სხვა სტატიები