"ბარსელონას" განაპირა მცველს სერხი რობერტოს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კატალონიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ესპანელ მარჯვენა ფლანგელს COVID19-ის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, თუმცა "ბლაუგრანას" სხვა წევრები გავრცელების რისკის ქვეშ არ დგანან, ვინაიდან 28 წლის ფეხბურთელს მთავარ გუნდთა ერთად საკმაო პერიოდია არ უვარჯიშია. რობერტომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" - 0:1 წაგებულ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი სავარაუდოდ 8 კვირას გამოტოვებს.
რობერტო ესპანური გრანდის მეოთხე ფეხბურთელია, აქამდე პანდემია ჟან-კლერტოდიბოს, სამუელ უმტიტის და მირალენ პანიჩს შეეხოთ.
"ბარსას" ვიცე-კაპიტანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრის ჩატარება და ლა ლიგაში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.