Belive

ბარსელონას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" მიმდინარე სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ამას სტატისტიკაც მოწმობს. კატალონიურ გრანდს პრობლემები თავზე საყრელად აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლა, შემადგენლობის გაახალგაზრდავების მტკივნეული პროცესი და დიდი ფინანსური კრიზისი. ამ ყველაფრის ფონზე, "ბლაუგრანას" სასარგებლოდ არც ციფრები მეტყველებენ. ესპანელმა ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს. კერძოდ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 28 მატჩიდან გუნდმა მხოლოდ 11 მოიგო, რაც შესაბამისად 39.3%-ს უდრის. საინტერესოა, რომ ასეთი ცუდი მაჩვენებელი გუნდს მხოლოდ და მხოლოდ 78 წლის წინ, 1943/44 წლების სეზონში, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა, ოღონდ მაშინ გუნდმა ასეთი8 პროცენტული მაჩვენებლით მთლიანად სეზონი დაასრულა. რონალდ კუმანის ეპოქაში გუნდმა წარმატებას მიაღწია შეხვედრების 38,4%-ში, რაც გარკვეულწილად გამოსწორდა ხავის ხელმძღვანელობის დროს - 41,6%. ხავის მუშაობისას "ბარსელონამ" ხუთ მატჩში გამარჯვებას მიაღწია, ოთხჯერ ფრედ ითამაშა და სამი მატჩიც მისი გუნდის მარცხით დასრულდა. ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ბარსამ" ელ კლასიკოში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა და დამატებით დროში - 2:3 დამარცხდა. “ბლაუგრანას” მხრიდან გამათანაბრებელი გოლები ორჯერ ლუკ დე იონგმა და ანსუ ფატიმ გაიტანეს, ხოლო “სამეფო კლუბის” მხრიდან თავი ვინიციუს ჯუნიორმა და ქარიმ ბენზემამ გამოიჩინეს, გამარჯვების გოლი პირველ დამატებით ტაიმში (98) ფედე ვალვერდემ გაიტანა.

სხვა სტატიები