Belive

,,ბარსელონას დამარცხება და ლა ლიგის მოგება'' - ფიგუ რეალის მიზნებზე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ, ახალ სეზონში სამეფო კლუბის მთავარ მიზნებზე ისაუბრა:

,,რა თქმა უნდა, რეალის მიზანი ბარსელონას დამარცხება და ლა ლიგის მოგება იქნება, ისევე როგორც სხვა ტურნირების...

წარუმატებელი გასული სეზონი? არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა ჰქონდათ. როცა რეალში თამაშობ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ყველა ტურნირში ჩემპიონობისთვის იბრძვი.

რა თქმა უნდა, ლა ლიგის ფავორიტები კვლავ რეალი და ბარსელონა იქნებიან - გუნდები საუკეთესო შემადგენლობებით და ისტორიულად ყველაზე მეტი გამარჯვებით.'' - ლუიშ ფიგუ

რეალი ლა ლიგის პირველ ტურის შეხვედრას დღეს, ოსასუნას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები