Belive

ბარსელონამ უსმან დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" უსმან დემბელეს ულტიმატუმი წაუყენა. საქმე ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეხება, რომელთან დაკავშირებითაც ფრანგმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უახლოესი ორი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. ამ ინფორმაციას football-espana ავრცელებს, მანამდე კი გავრცელდა ცნობა, რომ 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი "ბარსელონას" პირობებით ხელშეკრულების განახლებას არ გეგმავს. დემბელე იანვარში გუნდის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ ამას 2022 წლის 30 ივნისს, ანუ მაშინ გააკეთებს როცა კონტრაქტის ვადა ამოეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. პრობლემა ისაა, რომ კატალონიური გრანდის მეშვიდე ნომერი თავს მსოფლიო დონის ფეხბურთელად თვლის და შესაბამის ანაზღაურებას ელის, "ბარსელონა" კი დემბელეს მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. სწორედ ამიტომ, ფრანგმა შემტევმა გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს, არჩევანი ასეთია: ახალი კონტრაქტი კლუბის პირობებით ან გუნდის დატოვება. დემებელე “ბარსელონას” 2017 წლის აგვისტოში, ნეიმარის წასვლის შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიადან” 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება ვერ მოახერხა და 129 შეხვედრაში 31 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები