Belive

ბარსელონამ ელ კლასიკოს მსაჯის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-7 ტურში "რეალმა" სტუმრად "ბარსელონა" 1:3 დაამარცხა. "ელ კლასიკოს" სადავო გადაწყვეტილების გარეშე არ ჩაუვლია - მატჩის მთავარმა არბიტრმა მარტინეს მუნუერამ სერხიო რამოსზე წესების დარღვევა დააფიქსირა და "ბლაუგრანას" კარში პენალტი დანიშნა. აღნიშნული ქმედებით უკმაყოფილოა კატალონიური კლუბი. ესპანური მედიის ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" 38 წლის მსაჯის წინააღმდეგ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სარჩელი შეიტანა. ერთ-ერთი ვერსიით, მუნუერა მამა "რეალის" ერთ-ერთი ფან-კლუბის დამფუძნებელია. აღნიშნულ საკითხზე მეტი იმფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სხვა სტატიები