Belive

ბარსელონამ დანი ალვეში გუნდის ლეგენდების სიიდან წაშალა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' ლეგენდარული ფეხბურთელების სიაში ვეღარ ვხვდებით დანი ალვეშს, რომელმაც კლუბთან ერთად 23 ტიტული მოიგო.

კატალონიური გუნდის ვებგვერდიდან ბრაზილიელის გვარი მას შემდეგ გაქრა, რაც მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან მცველს სასამართლომ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის 4.5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

,,ბარსელონას'' ლეგენდებს შორის 102 ფეხბურთელია, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა შეუერთდნენ.

დანი ალვეში კატალონიურ გრანდში 2008-2016 და 2021-2022 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 408 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა და 105 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები