Belive

ბარსელონა Vs პსჟ | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთხშაბათს, პირველ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში კატალონიის ბარსელონა პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა:

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:

შევალიე - პაჩო, ზაბარნი, ჰაკიმი, ნუნო მენდეში, ზაირ-ემერი, მაიულუ, ლი, მბაიე, გონსალუ რამოში, ბარკოლა

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა:

შჩესნი - კუნდე, ერიკ გარსია, კუბარსი, ჟერარ მარტინი, დე იონგი, პედრი, იამალი, ოლმო, ფერან ტორესი, ლევანდოვსკი

უეფას ვერსიით, საეჭვოა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში, რომელმაც შაბათს, ოსერთან მატჩში, ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. გარდა ამისა, პარიზულ კლუბს უსმან დემბელე, მარკინიოსი და დეზირე დუე ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა ფაბიან რუისის, ჟოაო ნევეშისა და ვიტინიას თამაშიც.

რაც შეეხება ბარსელონას, ტრავმის გამო მატჩს რაფინია, გავი, ტერ შტეგენი, ფერმინ ლოპესი და ჟოან გარსია გამოტოვებენ.

სხვა სტატიები