Belive

ბარსელონა | ორმხრივი თანხმობის მიუხედავად, მესის დარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ლეო მესიმ "ბარსელონა" დატოვა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების გამო (იგულისხმება ლა ლიგის რეგულაციები) კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელია. მომხდართან დაკავშირებით, კატალონიურმა გრანდმა ოფიციალური მოხსენება გაავრცელა:
"მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარემ კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი დააფიქსირა, ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების გამო (ლა ლიგის რეგულაციები) მესის კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელია." შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მესი "ბარსელონაში" ვერ დარჩება. ორივე მხარე უდიდეს მწუხარებას გამოვთქვავთ, რომ ფეხბურთელისა და კლუბის უდიდესი სურვილის მიუხედავად, საწადელს ვერ მივაღწიეთ." "ჩვენი კლუბი უდიდეს მადლიერებას გამოხატავს იმ თავდაუზოგავი შრომის გამო, რომელიც ლეო მესიმ ჩვენთვის გასწია. მომავალში პერსონალურ და პროფესიონალურ ასპარეზზე მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ", - აღნიშნულია "ბარსელონას" განცხადებაში.

სხვა სტატიები