Belive

ბარსელონა მესის სასჯელს აპროტესტებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს. ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. არგენტინელი თავდამსხმელი ბილბაოს "ატლეტიკთან" ესპანეთის სუპერთასის მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ორი მატჩით დასაჯეს. ოფიციალური სასჯელის გასაჯაროვებამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს 12 შეხვედრის გამოტოვება ემუქრებოდა, თუმცა სადისციპლინო კომიტეტი 32 წლის მოთამაშესთან მიმართებაში ლმობიერი აღმოჩნდა. ლეო მესი ფინალური შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გააძევეს. მან უხეში მოძრაობით ჩამოიცილა მეტოქე გუნდის ფეხბურთელი და მსაჯმა მას წითელი ბარათი ვიდეო განმეორების ნახვის შემდეგ უჩვენა. ეს გაძევება "ბლაუგრანას" ათიანისთვის საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 753 მატჩში პირველი იყო. მიმდინარე სეზონში მესის 22 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები